მომსახურება

     კომპანია „ჯეო ელექტრონი“-ს საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების მშენებლობა. საუბარია როგორც საჰაერო, ასევე, მიწისქვეშა ქსელებზე.

ჩვენ ვაშენებთ როგორც მაგისტრალურ (საქალაქთაშორისო), ასევე, სადისტრიბუციო/გამანაწილებელ (FTTB) ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელებს.

   აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისას, ჩვენი კომპანიის პროფესიონალთა გუნდი იყენებს ევროპაში წარმოებულ კაბელებს და მარაგ ნაწილებს, რომელთა თანხვედრაც განაპირობებს შესრულებული სამუშაოს მაღალ ხარისხს და ქსელის გრძელვადიან და გამართულ ფუნქციონირებას.

რას გთავაზობთ:
საჰაერო ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური და FTTB ქსელების დაპროექტება და მშენებლობა:
  • საპროექტო სამუშაოები - საჰაერო მაგისტრალური და FTTB ქსელების დაპროექტება;
  • მასალებისა და მარაგ-ნაწილების მიწოდება (ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, დამჭერები, დამჭიმები, ქუროები და აშ.);
  • სამონტაჟო სამუშაოები - ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მონტაჟი დაბალი ძაბვის ელ.გადამცემი ხაზების ბოძებზე და შენობის ფასადებზე;
  • საგარანტიო მომსახურება შესრულებულ სამუშაოებზე. ასევე, ყველა მასალასა და მარაგ-ნაწილებზე;
  • აშენებული ქსელის ტექნიკური მხარდაჭერა და პოსტსაგარანტიო მომსახურება;
მიწისქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური და FTTB ქსელების დაპროექტება და მშენებლობა:
  • საპროექტო სამუშაოები - მიწისქვეშა მაგისტრალური და FTTB ქსელების დაპროექტება;
  • მასალებისა და მარაგ-ნაწილების მიწოდება (არმირებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, საკომუნიკაციო მილები, ჭები  და აშ.);
  • სამონტაჟო სამუშაოები - არმირებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მონტაჟი მიწის გრუნტში; მიწისქვეშა საკომუნიკაციო სივრცის შექმნა და მასში კაბელების მონტაჟი;
  • ასფალტისა და ფილაქანის საფარის სრული აღდგენა;
  • საგარანტიო მომსახურება შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე, ყველა მასალასა და მარაგ-ნაწილებზე;
  • აშენებული ქსელის ტექნიკური მხარდაჭერა და პოსტსაგარანტიო მომსახურება;
GSM ქსელის მშენებლობა
  • სამშენებლო ადგილის (საიტის) გეოლოგიური კვლევა;
  • კოშკის/ანძის ფუნდამენტის გამოანგარიშება გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად;
  • კოშკის/ანძის მიწოდება და მშენებლობა;
  • არასტანდარტული მეტალის კონსტრუქციების შექმნა და მონტაჟი არსებულ შენობა-ნაგებობებზე;
  • სატელეკომუნიკაციო კონტეინერის მიწოდება და მონტაჟი (დამკვეთის სტანდარტის დაცვით);
  • სატელეკომუნიკაციო ოთახის მოწყობა არსებულ შენობაში;
  • სატელეკომუნიკაციო და სხვა აპარატურის მონტაჟი (ბი ტი ესი, ფიდერები, ანტენები და ა.შ.);
  • საიტამდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი და ძალოვანი კაბელის მიყვანა (საჰაერო/მიწისქვეშა);
  • დიზელ-გენერატორის მიწოდება და მონტაჟი;
  • სხვა თანმდები მომსახურება;
  • საგარანტიო მომსახურება შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე, ყველა მასალასა და მარაგ-ნაწილებზე;
  • აშენებული ქსელის ტექნიკური მხარდაჭერა და პოსტსაგარანტიო მომსახურება;
ელ. გადამცემი ხაზების მშენებლობა
  • სამშენებლო ადგილის (საიტის) გეოლოგიური კვლევა;
  • კოშკის ფუნდამენტის გამოანგარიშება გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად;
  • კოშკის მიწოდება და მშენებლობა;
  • საგარანტიო მომსახურება შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე, ყველა მასალასა და მარაგ-ნაწილებზე.
  • აშენებული ობიექტების ტექნიკური მხარდაჭერა და პოსტსაგარანტიო მომსახურება.